Sunday, July 11, 2010

მეტალები

  1. პროექტის სახელი: მეტალები
  2. პროექტის მოკლე აღწერა: ა)მეტალების ფიზიკურ–ქიმიური თვისებების შესწავლა, გავრცელება, გამოყენება, კლასიფიკაცია ბ)შენადნობები, მათი როლი კაცობრიობის განვითარების საქმეში გ)რადიოაქტიური ელემენტების სარგებლობა და რისკი.
  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ბუნებაში არსებული მეტალების შესახებ ისაუბრებენ თვითნაბად და სხვადასხვა მადნის სახით არსებულ მეტალებზე შეისწავლიან მეტალების ფიზიკურ–ქიმიურ თვისებებს, მოახდენენ მათ კლასიფიკაციას: შავ, იშვიათ მიწათა, ფერად, იშვიათ, ძვირფას, რადიოაქტიურ მეტალებად დაახასიათებენ თვითეული კლასის ძირითად წარმომადგენელს შეისწავლიან მათი გავრცელების არეალს, მოპოვებას და გამოყენებას პრაქტიკულ საქმიანობაში.
    მოსწავლეები ყურადღებას გაამახვილებენ მეტალისგან შენადნობების წარმოქმნის უნარზე განსაზღვრავენ მათ როლს მრეწველობის სხვადასხვა დარგების განვითარებაში. ვარაუდობენ, რომ რკინის შენადნობები თუჯი და ფოლადი პირველად
    ქართველური ტომების წინაპრებმა–ხალიბებმა მიიღეს, ინტერნეტის საშუალებით მოიპოვებენ ამ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მოამზადებენ თემებს სასკოლო კედლის გაზეთისათვის გაეცნობიან ფოლადის წრთობის მეთოდს, შეძლებისდაგვარად შეეცდებიან პრაქტიკულად მის განხორციელებას.
    შეისწავლიან ლეგირებული ფოლადის განსაკუთრებულ თვისებებს(მაღალ ტემპერატურაზე მდგრადობა, უჟანგაობა, გამძლეობა ხახუნისა და დარტყმისადმი) შესაბამისად მათ როლს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში.
    XXI საუკუნე ეს არის ,,ატომური ერა'', სულ მეტად გამოყენებადი გახდა რადიოაქტიური მეტალები:ურანი, რადიუმი, რადონი, პოლონიუმი და სხვა. ეს ელემენტები დღეს გამოიყენება ატომური ბომბების, ატომური რეაქტორების, ატომური ელექტროსადგურების, სხვადასხვა თანამედროვე კომუნიკაციების, სამკურნალო აპარატების შესაქმნელად. ყოველივე ამან გამოიწვია გარემოს რადიაციული ფონის გაზრდა. ადამიანი უშუალოდ ვერ გრძნობს რადიაციის მოქმედებას,მაგრამ თანდათანობით ავადდება სხვადასხვა საშიში დაავადებებით.
    რადიოაქტიურ ელემენტებს შეუძლიათ მრავალი პრობლემის მოგვარება, სხვადასხვა სარგებელის მოტანა, ამასთან ერთად იზრდება რისკი მათი მოხმარებისა. დღეს კაცობრიობის უდიდესი პრობლემაა: ატომური იარაღის მარაგის განადგურება, რადიოაქტიური ნარჩენების გაუვნებლობა და სხვა. მოსწავლეები ინტერნეტის მეშვეობით მოიპოვებენ ინფორმაციას 1986წ. ჩერნობილში ატომური ელექტრო სადგურის ავარიის შესახებ. განიხილავენ ავარიის შედეგებს–ეკოსისტემის შეცვლას, დაღუპულ და დაავადებულ ადამიანებს.
    კლასი დაიყოფა ჯგუფებად და დაიწყებენ მსჯელობას, მათი გადასაწყვეტი რომ იყოს დაუჭერდნენ თუ არა მხარს საქართველოში ატომური ელექტრო სადგურის მშენებლობას. პასუხს დაასაბუთებენ სხვადასხვა არგუმენტებით.
    მოსწავლეები ეძებენ გზებს და მეთოდებს თუ როგორ გამოიყენონ ბუნებრივი სიმდიდრეები ისე, რომ შეინარჩუნონ და დაიცვან თვითმყოფადი ლანდშაფტი და ეკოსისტემა. მომავაBoldლ თაობას ააცილონ სხვადასხვა გლობალური პრობლემები და დაუტოვონ ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო.
  4. მონაწილეთა ასაკი კლასები:10–11–12კლასები.
  5. ვადები /ხანგრძლივობა/: ორი თვე.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:დისკუსია ინტერნეტით და დამხმარე სახელმძღვანელოდან მოძიებული მასალის შესახებ, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, ალბომების, პლაკატების შექმნა, გამოფენის მოწყობა, კედლის გაზეთის შექმნა. ექსკურსიის მოწყობა.ინტერვიუს აღება რომელიმე რენდგენოლოგიური სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელთან. მოგროვილი მასალისა და იმფორმაციის ბლოგზე განთავსება.
  7. მოსალოდნელი შედეგები:შეიქმნას სასკოლო კედლის გაზეთი, ფოტო ალბომი, საგამოფენო სტენდი(სურათებითა და სხვადასხვა ნაკეთობებით). გააკეთებენ სარეკლამო ვიდეო რგოლებს, პრეზენტაციას. მოაწყობენ სასკოლო კონფერენციას.
  8. სარგებელი სხვებისთვის:დაინტერესებული პირი სრულიად გაეცნობა ბუნებაში არსებულ მეტალებს, შენადნობებს, ატომური ერის რისკს და სარგებლობას.
  9. სამუშაო ენა:ქართული.
  10. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქიმია–მეტალები, შენადნობები. გეოგრაფია–მეტალების წარმოშობა, გავრცელების არეალი. ხელოვნება–ალბომის გაკეთება. ინფორმატიკა–პრეზენტაცია, ვიდეორგოლები. ბიოლოგია–ინტერვიუ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთან. ფიზიკა რადიოაქტიურობა.
  11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
  12. პროექტის ფასილიტატორი: მარი სამხარაძე
  13. პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:samxaradzemari@gmail.com
  14. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:samxaradzemarii.blogspot.com